
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

10 სექტემბერი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერია პოლონელ ექსპერტებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების სწრად შერჩევასა და მათი დაგეგმვისათვის აქტიურად მუშობს.
26 სექტემბერს 10:00 საათზე გორის მუნიციპალიეტეტის მერიაში პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემის საშუალებით“ ფარგლებში გაიმართება შერჩეული განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა.
მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული განსახილველი პროექტებია:
ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგელნებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარების გამოყენებით და საქართველო 2018-2021 რეგიონული განვითარების პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა.
პროექტი „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ მიზანია, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის კანონმდებლობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მუნიციპალიტეტების დახმარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებაში და თვითმმართველობების კვალიფიკაციის ამაღლება ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების მომზადებაში".
მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული პროექტის შერჩევის შემდეგ, გამოცდილი ექსპერტების დახმარებით შეიმუშავებს დეტალურ პროექტს, რომელსაც დასაფინანსებლად ევროკავშირს წარუდგენს.
გთხოვთ, დაესწორთ პროექტების საჯარო განხილვას და დააფიქსიროთ საკუთარი აზრი.
საკონტაქტო პირი - ნიკა კარელიძე
მისამართი: ქ.გორი, გ. ფერაძის ქ. N5
ტელ: 599 85 89 04; 599 85 18 53.
ელ-ფოსტა: Nikakarelidze@gmail.com ; m.doijashvili18@gmail.com