სიახლეები

სიახლეები

06 სექტემბერი, 2018

ქვემო და ზემო ხვითში მოსახლეობას გზების პრობლემები აღარ შეაწუხებს

გორის მერმა ქვემო ხვითში დასრულებული და ზემო ხვითში მიმდინარე გზის სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ქვემო ხვითში რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1 070 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტი, რომლის ღირებულებამაც 661 970 ლარი შეადგინა, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

ადგილობრივები მერთან შეხვედრისას აცხადებდნენ, რომ სოფელი უკვე უზრუნველყოფილია სასმელი წყლით, ნაგვის ურნებით, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით და გარეგანათებით. 

ქვემო ხვითში კონსტანტინე თავზარაშვილმა საბავშვო ბაღის შენობაც დაათვალიერა. მისი ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება.

ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის 1 595 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ორივე პროექტით გათვალიწინებული სამუშაობის შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს „საგზაო სამმართველო N1“ - მა გაიმარჯვა.

როგორც ქვემო, ასევე ზემო ხვითშიც მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით