
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

06 სექტემბერი, 2018
პროექტის დახურვის ცერემონიალი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალ ოფისში გაიმართა.
ბენეფიციარებს, სერტიფიკატები გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა გადასცა.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა საკუთარი ნამუშევრებიც წარმოადგინეს.
პროქტი, რომლის 4 ბენეფიციარიც სამსახურით უკვე უზრუნველყოფილია, გორის მერიამ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების მიზნით დააფინანსა.
3 თვიანი, უფასო ჭრა-კერვა-მოდელირების შემსწავლელი კურსის საშუალებით დევნილი და სოციალურად დაუცველი 25 ქალბატონიგადამზადდა.
გორის მერიამ სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 6012 ლარის ღირებულების პროექტი, 4 720 ლარით დააფინანსა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი განვითარებისათვის“ პროექტი „გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.