სიახლეები

სიახლეები

05 სექტემბერი, 2018

დასრულებული სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა

დასრულებული სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა.

„გარდა გზის რეაბილიტაციისა, მიმდინარე წელს კვარხეთში ნაგვის ურნების განთავსებაც იგეგმება“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მეჯვრისხევის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724 მეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა.

985 312 ლარის ღირებულების პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოები შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“- მა აწარმოა. პროექტი გზის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80 - იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით