სიახლეები

სიახლეები

24 აგვისტო, 2018

შეხვედრა შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებების შესახებ

გორში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს შრომის პირობების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია.

შეხვედრას ესწრებოდნენ დამსაქმებლები, პროკავშირების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. დასაქმებულების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 მარტს მიიღო.

შრომის ინსპექტორებს უფლება ექნებათ ორგანიზაციის გაუფრთხილებლად შეამოწმონ დასაქმებულთა შრომის პირობები. პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა და შრომის უსაფრთხოების დამრღვევთა მიმართ სხვადასხვა სანქციების გატარებასაც გულისხმობს (გაფრთხილება, ჯარიმა სამუშაო პროცესის შეჩერება).

კანონის ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით