
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

24 აგვისტო, 2018
31 აგვისტოს გორში ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული დავით ალადაშვილი დაუკრავს.
მუსიკოსი ორი კვირის განმავლობაში, 27 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს გამართავს.
ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.
პროექტი წარმოადგენს მუსიკალურ ტურნეს სახელწოდებით "პიანინო", რომლის მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. პროეტის ახორციელებენ დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და კომპანია “მაგთი“ .
„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” - ამბობს დავით ალადაშვილი.
31 აგვისტოს კონცერტები გორის მუნიციპალიტეტში გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
• 12:00 საათი - სოფელი დიცი
• 14:30 საათი - გორი (სამხედრო ბაზა)
• 17:00 საათი - სოფელი უფლისციხე