
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

23 აგვისტო, 2018
გორის მერმა მერაბ კოსტავასა და ეკატერინე ჯუღაშვილი ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. გარდა ამ ორი ქუჩისა, პროექტი ითვალისწინებს ყაზბეგისა და ევდოშვილის ქუჩების რეაბილიტაციას. კოსტავას (რომელაშვილების ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე - 190 მეტრიანი მონაკვეთი), ყაზბეგის (თბილისი ქუჩიდან ფარნავაზის ქუჩამდე - 112 მეტრიანი მონაკვეთი) ევდოშვილის (წამებულიდან ჭავავაძის ქუჩამდე - 165 მეტრიანი მონაკვეთი), ეკატერინე ჯუღაშვილის (პუშკინის ქუჩიდან ჩიხამდე - 260 მეტრიანი მონაკვეთი) ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 520 782 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1” წლის ბოლომდე დაასრულებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.