
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 აგვისტო, 2018
კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ თედოწმინდაში ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას შეხვდა და ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. „საქართველოში და განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მუსლიმს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ჩვენი სახელმწიფო ზრუნავს, რომ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენთაგანისათვის სიმშვიდის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი.“ – აღნიშნა გორის მერმა.
დღეს მსოფლიოს ისლამური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა და ცხვრის ხორცს თანაბრად უნაწლიებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. მიმდინარე წელს დღესასწაული 21 აგვისტოს დაიწყო.