სიახლეები

სიახლეები

10 აგვისტო, 2018

გორის მუნიციპალიტეტის ვასილკოვთან ითანამშრომლებს

უკრაინის კიევის ოლქის ვასილკოვის საქალაქო საბჭოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. 
მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბიზნესის საკითხებში.

სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ გორში იმყოფებიან ვასილკოვის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ გურეევი, საქალაქო საბჭოს დეპუტატი ელენა შპილოვა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ოქსანიჩენკო.

უკრაინის დელეგაციის წევრები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილსა და მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ.

სტუმრები ვასილკოვიდან გორში რამოდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და სხვადასხვა ობიექტებს დაათვალიერებენ, მათ შორის ტურისიზმისთვის საინტერესო ადგილებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით