სიახლეები

სიახლეები

07 აგვისტო, 2018

გორში 2008 წლის 7 აგვისტო გაიხსენეს

გორში, ერთიანი საქართველოსათვის რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ომის თემაზე შექმნილი ვიდეო ინსტალაციით 7 აგვისტო და გორში 10 წლის წინ მიმდინარე მოვლენები გაიხსენეს.

ვიდეო ეფექტებით, სპეციალურად მოწყობილ 16 ეკრანზე გაცოცხლდა ომის კადრები და ნაჩვენები იქნა ომში დაღუპული გმირების ფოტოები. ვიდეო ინსტალაციის დაწყებამდე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიასთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით