სიახლეები

სიახლეები

31 ივლისი, 2018

ოჟიშის მუნიციპალიტეტის გამგებელი გორში

გორის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ოჟიშის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზბიგნევ ვლოდკოვსკის სტუმრობს. კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს თავის კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც გორის მერის პოლონეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა. მხარეები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რომლებსაც დაფინანსების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ფონდებში წარადგენენ.

გორის მერი და ოჟიშის გამგებელი ძირითადად განათლების, სპორტისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააფინანსებით, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები პოლონეთში გასულ წელს იმყოფებოდნენ. მიმდინარე წელს, აღნიშნული პროექტის განხორციელების დეტალებზე კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს თავის კოლეგასთან ისაუბრა.

„ძალიან მოხარულები ვართ თქვენთან თანამშრომლობის. მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის აკეთეთ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თქვენი გამოცდილების გაზიარება და ფონდებში დაფინანსების მოსაპოვებლად თქვენი დახმარება. იმედი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით ბევრ პროექტს განვახორციელებთ.“ - კონსტანტინე თავზარაშვილი.

#გორისმუნიციპალიტეტი

#ოჟიშისმუნიციპალიტეტი

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით