სიახლეები

სიახლეები

27 ივლისი, 2018

გორის მერმა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა

„თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე. ერთ-ერთი ასეთი დღეა უნივერსიტეტის დამთავრება. თქვენ იწყებთ ცხოვრების კიდევ უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან ეტაპს.გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებას.“ - ამ სიტყვებით მიმართა კონსტანტინე თავზარაშვიმა გორის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის 2017-2018 წლების 320 კურსდამთავრებულს გამოსაშცვებ ცერემონიაზე.

გორის მერთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, გორის საგანამანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გორის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობის სიგელები გადასცა სხვადასხვა წრეების ხელმძღვანელებსა და აქტიურ სტუდენტებს.

გარდა გამოსაშვები ღონისძიებისა, 27 ივლისს საზეიმოდ დაიხურა „სტუდენტური დღეები 2018“.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით