
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

27 ივლისი, 2018
განცხადება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-ს მიერ დაგეგმილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების „ლეხურა (იგოეთის )-სვენეთის“ ახალი DN700 გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების საჯარო ანგარიშის შესახებ.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების ლეხურა (იგოეთის)-სვენეთის“ ახალი DN700 გაზსადენის მშენებლობლობა და ექსპლუატაცია
საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გორის და კასპის მუნიციპალიტეტები
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2018 წელი, 6 აგვისტო 11:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენის სკოლის შენობა;
• 2018 წელი, 6 აგვისტო 13:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
• 2018 წელი, 6 აგვისტო 15:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სკოლის შენობა;
• 2018 წელი, 6 აგვისტო 17:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 20 აგვისტოსა, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი N6; ელ. ფოსტა: eia@mepa.gov.ge
სკოპინგის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (032) 237-80-38.