სიახლეები

სიახლეები

25 ივლისი, 2018

გორში პრობაციონერებს და ყოფილ პატიმრებს ბიზნესიდეები დაუფინანსეს

პროექტმა „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“, რომელსაც იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაციაცია „თანხმობა“ ახორციელებს, პრობაციონერებს და ყოფილ პატიმრებს ბიზნეს იდეების წარდგენისა და დაფინანსების საშუალება მისცა.

ასოციაციის წარმომადგენლებმა, დაფინანსებული ბიზნესიდეების ავტორებს ეს სასიამოვნო ინფორმაცია, პროექტის „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ შედეგების პრეზენტაციას დასრულების შემდეგ გააცნეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი, შიდა ქართლში მცხოვრები პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რეინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

2017 წლის თებერვლიდან დღემდე 48 ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების 3 თვიანი კურსი ფსიქო-სოციალური, იურიდიული დახმარებისა და სასიცოცხლო უნარების შეძენის კუთხით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში.

„ასოციაცია „თანხმობა“ გარდა იმისა, რომ პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცის მიზნით ახორციელებს პროექტებს, ზრუნავს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოხუცების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გორის მერიასთან. ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი „ღირსეული სიბერე“, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 36 მოხუცი „დღის ცენტრში“ შინმოვლის სერვისებით სარგებლობს.“ - აღნიშნა გორის მერმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას. კონსტანტინე თავზარაშვილმა ღონისძიების დასრულების შემდეგ „დღის ცენტრის“ ბენეფიციარებიც მოინახულა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით