
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

00 , 0000
გორის მერია გეოლოგებისა და ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს ელოდება. სადგურის დასახლებაში ივ. მიჩურინის ქუჩაზე მერიის მოთხოვნის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები დღეს ჩამოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს. ადგილზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ჯალაღანიაც. დასკვნების მიღებამდე, სამუშაო ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, ივ. მიჩურინის ქუჩის 12, 14 და 16 ნომრებში მცხოვრები ოჯახები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში იცხოვრებენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სადგურის დასახლებაში პრობლემები შეუქმნა რამოდენიმე ოჯახს. მთის ფერდობიდან წამოსულმა მიწამ შენობების სახურავები დააზიანა და საფრთხე შეუქმნა იქ მაცხოვრებლებს.