სიახლეები

სიახლეები

25 ივლისი, 2018

ტრენინგი ეფექტური სივრცითი მოწყობის დაგეგმვის შესახებ

პოლონელმა ექსპერტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესამამისი დოკუმენტის შემუშავების მიზნით, მუნიციპალიტეტის ეფექტური სივრცითი მოწყობის დაგეგმვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს.

შეხვედრა პროექტ ‘’ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში გაიმართა. ორწლიან პროექტს ევროკავშირი 1 500 000 ევროთი აფინანსებს.

პროექტის მიზანია გაზარდოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და მომზადების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და რეგიონების გეგმაზომიერ განვითარებას.

გარდა ამისა, პროექტი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს სივრცითი დაგეგმვის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების კუთხით საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც აძლევს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით