
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

00 , 0000
გორის მერმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, ივ.მიჩურინის ქუჩაზე, ძლიერი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს.
ძლიერი წვიმამ მთაზე, რომლის მიმდებარედ მიჩურინის ქუჩა მდებარეობს, ღვარცოფი გამოიწვია. შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
აღნიშნულ ქუჩაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე ოჯახს საცხოვრებლის დატოვება გვიან ღამით მოუწია.
საინჟინრო - გეოლოგიური დასკვნის მომზადების მიზნით, გორის მერია დაუყოვნებლივ მიმართავს საექსპერტო ბიუროს, რის შემდეგაც გაირკვევა შეიძლება თუ არა ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაცია.
გარდა ივ.მიჩურინის ქუჩისა, ძლიერი ნალექის გამო გზებზე გადაადგილება შეფერხდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. შესაბამისი სამსახურები დილიდან მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.