კონკურსის შედეგად შერჩეული სამი გორელი ახალგაზრდა, საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში, ირლანდილელ გოგონა სკაუტებთან ერთად დაისვენებს.
ბანაკს, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, სათავგადასავლო და სახალისო აქტივობებით, მიმდინარე წლის 5-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, ბირჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი უმასპინძლებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლით მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებულ ახალგაზრდებს.
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
1. დოკუმენტაციის გადარჩევა; 2. გასაუბრება;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. CV; 2. სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 200 სიტყვა); 3. დახასიათება (საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლის აქტივობებშიც ხართ ჩართული);
აღნიშნული დოკუმენტაცია 20 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე - dgogiashvilidima@gmail.com.
გასაუბრება გაიმართება ორშაბათს, 23 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ჭალის დასახლება - გრიგოლ ფერაძის ქ. №5).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გორის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელს დიმიტრი გოგიაშვილს. ტელ: 591 69 41 41;
გორელი გოგონა სკაუტების საერთაშორისო ბანაკში დასვენება, გორის მერიასა და საქართველოს გოგონათა სკაუტების ასოციცია „დიას“ შორის გაფომებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, გორელი გოგონა სკაუტების მონაწილეობით უკვე ჩატარდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაც.
„დია“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც 6-დან 30 წლამდე გოგონებსა და ქალებს, სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ღონისძიებების მიზანი ახალგაზრდებში აუცილებელი და საჭირო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობაა.