სიახლეები

სიახლეები

13 ივლისი, 2018

გორში სოციალური საწარმო ,,ტკბილი მომავალი" გაიხსნა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გორში სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. საწარმო ,,ტკბილი მომავალი“ ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით გაიხსნა დ ა 3 სოციალურად დაუცველი მოზარდი დასაქმდა, რომელთა თვიური ანაზღურება 250 ლარია. საწარმო საზოგადოება "ბილიკისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთის“ მიერ პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში გაიხსნა.

პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირების და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით. პროექტის ფარგლებში საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების საცხობი ღუმელი გადაეცა, რაც მას საშუალებას მისცემს მომავალში გაზარდოს პროდუქტის ასორტიმენტი და, აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით