სიახლეები

სიახლეები

11 ივლისი, 2018

ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილების ქუჩების რეაბილიტაცია

გორის მერმა ჩოდრიშვილისა და მამარდაშვილების ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ხორციელდება 163 მეტრის სიგრძის მამარდაშვილის ქუჩის ასფალტირება, არსებული კანალიზაციის მოწესრიგება, ბეტონის ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. გარდა ამისა, აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტირდება ბეტონის სანიაღვრე არხი რუსთაველის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩის კვეთამდე და მოწესრიგდება ეზოებში შესასვლელები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ჩოდრიშვილის 139 მეტრიანი ქუჩის ასფალტირებას.

ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე არხი, ბორდიურები გაზონების გარშემო და ლითონის ცხაურები ეზოებში შესასვლელებში. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჩოდრიშვილის ქუჩიდან სტალინის ქუჩაზე მოხვედრას თამარ მეფის ქუჩის დაუხმარებლად შევძლებთ. ქუჩა, სამხრეთით მდებარე გასასვლელის საშუალებით, პირდაპირ დაუკავშირდება ქალაქის ცენტრალურ გამზირს.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 188 459 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არქმშენსტუდია 2002“ აწარმოებს. პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 30 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით