
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

10 ივლისი, 2018
დაბა ურეკში პროექტის „გენდერი და გენდერული თანასწორობის“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა საკონფერენციო თემები წარმოადგინეს, რომლებიც საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ევოლუციას, ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, გენდერულ თანასწორობასა და კვოტირებას ეხებოდა.
4 თვიანი პროექტი საზოგადოება „ბილიკისა“ და გორის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის თანადაფიანსებისათვის გორის მუნიციპალიტეტის ბუჯეტიდან 5 170 ლარი გამოიყო. კონფერენციაში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლის 13 მოსწავლე იღებდა.
მოსწავლეებმა დაგეგმილი აქტვობების პარალელურად მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს კონკურსში „ ქალები სამოქალაქო ცვლილებებისათვის“. დასკნით ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მოანწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა , განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ბერიანიძემ, მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძე და საკრებულო აპარატის წარმომადგენელმა ნათელა ომაძემ.