სიახლეები

სიახლეები

09 ივლისი, 2018

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

"2019 წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები ქალაქ გორთან ერთად, სოფლებშიც განხორციელდება. პრიორიტეტული პროექტების შერჩევის პროეცესი დღეს დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში 2 800 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება. პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება.“ - აღნიშნა გორის მერმა კარალეთში მოსახლეობასთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე.

შეხვედრის ძირითადი ნაწილის დაიწყებამდე, რომელსაც ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები უძღვებოდენენ, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. შეხვედრა, რომლის მიზანიც კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, პრიორიტეტული პრობლემების გამოკვეთა იყო, ოთხი სოფლის - კარალეთის, სათბურის დასახლების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასასრულს მოქალაქეებს საპროექტო ინიციატივების განაცხადის ფორმებიც დაურიგდათ, რომლებიც უნდა შეავსონ და მერიაში 5 აგვისტომდე წარმოადგინონ. გარდა კარალეთისა, 9 ივლისს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა ატენის ტერიტორიულ ორგანოშიც გაიმართა, რომელსაც ატენის, ბნავისის, ზემო ქსოვრისის, იკვნეთის, ოლოზის, ღვარების, წედისისა და ხადისის მოსახლეობა ესწრებოდა. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს განსახორცილებელი პროექტების შერჩევის პროცესი, ჯამში 5 ეტაპს მოიცავს.

საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპები განაცხადებების შევსებას, მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინების მიზნით, „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიერ ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და მერისთვის გაცნობას ითვალისწინებს. პროგრამის საინფორმაციო კამპანიას აფინანსებს პოლონეთის საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი და ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო.“

თუ გსურთ თვითონ დაგეგმოთ თქვენ სოფელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, გთხოვთ მობრძანდით სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება შემდეგი გრაფიკით: 1. ძევერის ა/ერთეული – ძევერის ადმინისტრაციული შენობა, 10 ივლისი, 12 : 00 სთ 2. ხიდისთავის ა/ერთეული – ხიდისთავის კლუბი – 10 ივლისი, 16 : 00 სთ 3. ტყვიავის ა/ერთეული – ტყვიავის იუსტიციის სახლი- 11 ივლისი, 12:00 სთ 4. ქვახვრელის ა/ერთეული – ქვახვრელის ადმინისტრაციული შენობა, 11 ივლ ისი 16:00 სთ 5. კომბინატ ი – კულტურის სახლი, მშვიდობის 12 ა, 12 ივლისი, 17 : 00 სთ 6. ახალუბნის ა/ერთეული – ახალუბნის ადმინისტრაციული შენობა– 13 ივლისი, 12 : 00 სთ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება. გორის მუნიციპალიტეტის მერია. საკონტაქტო პირი: ნინო გოლოშვილი, ტელ: 593 451 428

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით