
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

06 ივლისი, 2018
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ მოსახლეობის ინფორმირება პროექტის პირველი ეტაპია, რომელიც 9 - დან 20 ივლისამდე გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა კარალეთში 9 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს განსახორცილებელი ინფრატრუქტურული პროექტების შერჩევის პროცესი, რომელიც ოქტომბერში სრულდება, ჯამში 5 ეტაპს მოიცავს. საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპები ითვალისწინებს განაცხადებების შევსებას, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინების მიზნით „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიერ, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და მერისთვის გაცნობას.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი.
2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტს“ თვითმმართველობა 2 800 000 ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის 33 ადმინისტრაციული ერთეული 28 ზონად დაიყო. თითოეული ზონისთვის გათვალისწინებულია 100 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს.
გასული წლებისგან განსხვავებით, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევას.
პროგრამის საინფორმაციო კამპანიას აფინანსებს პოლონეთის საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი და ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო.“
თუ გსურთ თვითონ დაგეგმოთ თქვენ სოფელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, გთხოვთ მობრძანდით სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება შემდეგი გრაფიკით:
1. კარალეთის ადმინისტრაციული ერთეული – კარალეთის ადმინისტრაციული შენობა, 9 ივლისი, 12 : 00 სთ.
2. ატენის ა/ერთეული – ატენის ადმინისტრაციული შენობა, 9 ივლისი, 16 : 00 სთ.
3. ძევერის ა/ერთეული – ძევერის ადმინისტრაციული შენობა, 10 ივლისი, 12 : 00 სთ
4. ხიდისთავის ა/ერთეული – ხიდისთავის კლუბი – 10 ივლისი, 16 : 00 სთ
5. ტყვიავის ა/ერთეული – ტყვიავის იუსტიციის სახლი- 11 ივლისი, 12:00 სთ
6. ქვახვრელის ა/ერთეული – ქვახვრელის ადმინისტრაციული შენობა, 11 ივლ ისი 16:00 სთ
7. კომბინატ ი – კულტურის სახლი, მშვიდობის 12 ა, 12 ივლისი, 17 : 00 სთ
8. ახალუბნის ა/ერთეული – ახალუბნის ადმინისტრაციული შენობა– 13 ივლისი, 12 : 00 სთ
დარჩენილ 20 ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია.
საკონტაქტო პირი: მარტა ბიბილაშვილი, ტელ: 574 77 24 88;