სიახლეები

სიახლეები

05 ივლისი, 2018

გორის მერიის დაფინანსებით შშმ პირების ურეკში გაემგზავრნენ

გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარები დაბა ურეკში - მაგნიტურ ქვიშებზე დასასვენებლად გაემგზავრნენ. კეთილდღეობის ცენტრიდან ბავშვები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ გააცილეს.

ბენეფიციართა პირველი ნაკადი (14 ბენეფიციარი ) სასტუმროს ტიპის კომპლექსში 10 დღეს გაატარებს, სასტუმრო სრულადაა აღჭურვილი განსაკუთრებული საჭიროები მქონე პირებისათვის, კვების სრული რაციონითა და სხვადასხვა გასართობი საშუალებებით. გორის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარებს დღის ცენტრის მომსახურებას წლის განმავლობაში 69 400 ლარით უფინანსებს.

რაც შეეხება საზღვაო კურორტზე დასვენებას, ამისათვის დამატებით 6 600 ლარი გამოიყო. ბენეფიციართა მეორე ნაკადი ურეკში მშობოლებთან დ აღსაზრდებელთან ერთად 10 დღის შემდეგ გაემგზავრება. დღესვე, სოფელი სკრის სათემო ორგანიზაცია „ბეთლემის“ დღის ცენტრიდან 23 სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვი საზღვაო კურორტ ქობულეთში გორის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა.

მიმდინარე წელს სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ჯამში 15 პროექტი ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით