სიახლეები

სიახლეები

03 ივლისი, 2018

კვარხეთში 2,7 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კვარხეთში 2,7 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა. კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება. მოქალაქეები მერთან იმ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომლებიც მოუწესრიგებელი გზის გამო ექმნებოდათ. მათი ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთს გასული საუკუნის 80 - იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

მეჯვრისხევის შიდა სახელმწიფოებრივი გზიდან სოფელ კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის 2 724 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 985 312 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ აწარმოებს. პროექტი გზის აღნიშნული მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით