სიახლეები

სიახლეები

29 ივნისი, 2018

ღია მმართველობის დანერგვა გორის მუნიციპალიტეტში

გორში NDI-ის ორგანიზებით საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა ეძღვნებოდა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას გორის მუნიციპალიტეტში. საჯარო განხილვას ესწრებოდნენ გორის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღია მმართველობის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მოხსენებებით ადგილობრივი ხელისუფლებიდან წარსდგნენ გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით არაერთი მექანიზმი მოქმედებს, რაც გორს სხვა მუნიციპალიტეტებისაგან გამოარჩევს. ასეთია სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამები, ასევე ,,ლაივსტრიმის“ პროგრამა რომლის საშუალებით ქალაქის მერი პირდაპირ ეთერში უშუალოდ პასუხობს მოქალაქეთა შეკითხვებს და ისმენს მათ შენიშვნებს სხვადასხვა საკითხებზე. პრობლემატურ საკითხებად შეხვედრაზე დასახელდა ელექტრონული პეტიციის არარსებობა, მოქალაქეთა პასიურობა და დაბალი ინტერესი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართ, ასევე, მოქალაქეთა დაბალი ინფორმირებულობა. ღია მმართველობის დანერგვა საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის განხორციელებაში გაერთიანებულია ცენტრალური ხელისუფლების 24 პასუხისმგებელი უწყების 24 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP“-ის პრინციპებთან გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია − გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის. „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP) საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 75 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო OGP -ის 2011 წლიდან შეუერთდა. წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს. მიმდინარე წელს OGP -ის სამოქმედო გეგმის ნოვაციაა მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმა ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრებს მუნიციპალიტეტების ვალდებულებებსაც. ამ ეტაპზე OGP -ის ვალდებულებებს საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან მიერთებულია ახალციხის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით