სიახლეები

სიახლეები

29 ივნისი, 2018

გორის მერის მოადგილე უკრაინულ ანსამბლ „ფიესტას“ წევრებს შეხვდა

გორის მერის მოადგილე უკრაინულ ანსამბლ „ფიესტას“ წევრებს შეხვდა.

გორს ანსამბლი „ფიესტა“ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში „sweet Folk“ -ში მონაწილეობის მიზნით ესტუმრა.

ეკატერინე სუხიშვილმა ანსამბლის წევრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფესტივალი, რომელიც ჩვენს ქალაქში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მე-8 წელია იმართება, 30 მაიისს იხურება. ღონისძიებაში 9 ფოლკლორული ანსამბლი იღებს მონაწილეობას. დასკვნითი კონცერტი, სადაც ფესტივალის ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცემა, ბათუმში გაიმართება.

ღონიძიების მიზანი ნაციონალური ხელოვნების პოპულარიზაცია და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. 
ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრები რეგიონის ღირსშესანიშნაობებსაც ათვალიერებენ.

ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ანსამბლ ,,ჩუქურთმის“ ხელმძღვანელი ქორეოგრაფი თემურ ტატიშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით