სიახლეები

სიახლეები

26 ივნისი, 2018

სემინარი ძუძუთი კვების შესახებ

გორში ჩვილ ბავშვთა ბუნებრივი კვების შესახებ სემინარი გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი, ორსული და მეძუძური დედები, რომლებიც ძუძუთი კვების უპირატესობას გაეცვნენ, ასევე, მიიღეს ინფორმაცია დედის რძის მომყვანი საშუალება - Humana Piulatte-ს შესახებ და საჩუქრად მიიღეს ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი Humana -ს ორცხობილების პაკეტები. ლექციას ძუძუთი კვების შესახებ უძღვებოდა პედიატრ-ნუტრიციოლოგი, პროფესორი ნინო თოთაძე. ჩვილ ბავშვთა ჯანსაღი კვების შესახებ სემინარი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ორგანიზაცია ,,გენი ქართულისა“ და Humana -ს ერთობლივი პროექტია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით