
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

20 ივნისი, 2018
წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა - 2 სკვერი), სუხიშვილის (2 სკვერი), ყიფიანის, ტყვიავის, კაჩინსკისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია „სამოქალაქი ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.
ხელშეკრულებების მიხედვით სამი სკვერის (ტვიავის, კაჩინსკისა და სუხიშვილის ქუჩებზე) კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს, ხოლო ხუთი სკვერისა (ვოლოგდის დასახლება, სუხიშვილის, სტალინის და ყიფიანის ქუჩებზე) ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა), სტალინის №5-ისა და სუხიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე იგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათება და ეწყობა მწვანე საფარი.
სკვერების მოწყობა - რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 136 028 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.