სიახლეები

სიახლეები

19 ივნისი, 2018

გორის მერმა 100 წლის ვეტერანს საჩუქრად 1000 ლარი გადასცა

კონსტანტინე თავზარაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, იაკობ ცაბაძეს, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.  

ასი და ასზე წელზე მეტი  ასაკის უხუცესებისთვის წლის განმავლობაში ერთჯერად 1 000 ლარიან დახმარებას  გორის მერიის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს.

იაკობ ცაბაძეს საიუბილეო თარიღი კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგნლებმაც მიულოცეს.

დამსახურებულ მებრძოლს ვეტერანთა კავშირისგან ღირსების ორდენი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

გარდა ამისა, იოსებ ცაბაძემ, როგორც  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, გორის  მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებით უკვე ისარგებლა და მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით ჯამში 600 ლარი მიიღო. აღნიშნული მუნიციიპალური პროგრამა ვეტერანებისთვის წლის მანძილზე ერთჯერად ფულად დახმარებასა (300 ლარი) და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ფულად ჯილდოს (300 ლარი) ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით