სიახლეები

სიახლეები

18 ივნისი, 2018

კონსტანტინე თავზარაშვილმა ორ გორელ მეღვინეს მადლობის სიგელი გადასცა

გორის მერმა ცოტნე შერმადინსა და იოსებ ვანიშვილს „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა და  მადლობის სიგელები გადასცა.

მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამოფენაზე, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორივე მეღვინის მარანში წარმოებულმა სასმელებმა მოწონება დაიმსახურეს.

 „მეღვინეობა შერმადინის“ ღვინობმა „შერმადინის მწვანე 2016“ და „შერმადინის საფერავი 2017“ ჟიურიმ ვერცხლის მედლებით დააჯილდოა. ჟიური დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყანაში ღვინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებითა და ჟურნალისტებით.

რაც შეეხება იოსებ ვანიშვილის მიერ წარმოებულ ღვინოს, მისი რეალიზაცია განხორცილდება აშშ-ში.

ცოტნე შერმადინისა და იოსებ ვანიშვილის მარნები წარმოადგენს საოჯახო მეღვინეობას, რომელიც ორიენტირებულია ორგანული ქვევრის ღვინის წარმოებაზე. გორის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე  თოთხმეტზე მეტი მოქმედი ღვინის მარანია.  საოჯახო მარნების მშენებლობა ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციისთვის.  

მეღვინებთან შეხვედრა ა(ა)იპ ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენას”მთაწმინდის პარკმა” უმასპინძლა, სადაც 200-ზე მეტმა მცირე და დიდი ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ 2017 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგენა.

ღონისძიბის მხარდამჭერები იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით