სიახლეები

სიახლეები

12 ივნისი, 2018

ფეხბურთის ტურნირის „გორის თასის“ გამარჯვებული „კომბინატი" გახდა

მინი ფეხბურთის ტურნირის ფინალურ ტურში ქალაქ გორის ერთ-ერთი დასახლების - კომბინატისა და სოფელ მეჯვრისხევის ფეხბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ. გარდამავალი თასის მფლობელი კომბინატის „კომბინატი“ გახდა.

ფინალურ მატჩამდე, მესამე ადგილისთვის გორის მერიისა და სოფელ ტყვიავის გუნდები იბრძოდნენ. გორის მერიამ გამარჯვება პენლების შედეგად მოიპოვა. მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. საპროზო ადგილებზე გასული გუნდები გორის მერიამ ფულადი თანხებით დაჯილდოვა. გარდა ამისა, პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შპს „თურგე“ თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე დაასვენებს. გარდა საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდებისა, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელებიც.

ფასიანი საჩუქარები ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ხოლო საუკეთსო ბომბარდირსა და მეკარეს კერძო კომპანიებმა გადასცეს. შეჯიბრება, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. ტურნირი გორის მერიისა და ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებითადა ხელშეწყობით გაიმართა. მისი ინიციატორები იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატები თენგიზ ხუბულური და იოსებ მაკრახიძე. აქტივობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით დაიგეგმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით