სიახლეები

სიახლეები

11 ივნისი, 2018

0903300360

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გორის გოგონათა გუნდის მხარდასაჭერად ფანკლუბის წევრები წუხელ გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში“ შეიკრიბნენ და ,,Xფაქტორის“შოუში მონაწილე გოგონებს ერთად უგულშემატკივრეს. გორის გოგონათა გუნდის 54 სხვადასხვა ასაკის გოგონა ამჯერადაც შესანიშნავად წარდგა მაყურებლის წინაშე. მათმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ჟიურის, ისე მაყურებლის მხრიდან.გუნდმა საერთო ხმების 15, 65% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა და კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. გორის გოგონათა გუნდი კონკურსამდე უკვე შემდგარი და წარმატებული გუნდია. მას მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა კონკურსში, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, სამი გრანპრის, სომხეთში პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელია. კომპოზიტორმა გია ყანჩელმა სპეციალურად გოგონათა გუნდისთვის დაწერა თავისი ბოლო ნაწარმოები, რომელსაც წინასიტყვაობად აქვს სიტყვები ;"ჩემს შვილიშვილებს და გორის ბავშვთა გუნდს". გუნდის ხელმძღვანელის ნინო წიკლაურის განცხადებით გოგონათა კაპელას სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობის მიზანი საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციაა, რომელსაც გორში დიდი ტრადიციები აქვს და დიდი მაესტროს შალვა მოსიძის სახელს უკავშირდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით