სიახლეები

სიახლეები

05 ივნისი, 2018

გორში კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

„კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებად იქცა. ამ შესანიშნავი წამოწყების შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გორის, არამედ ზოგადად ქართული თეატრისთვის. ამაყი ვარ, რომ გორის მერია ფესტივალის მხარდამჭერია. მიმდინარე სეზონი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 ათასი ლარით ფინანსდება. მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ. მადლობა სოსო ნემსაძესა და ყველა იმ ადამიანს ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ შესანიშნავი იდეის რეალიზება. გილოცავთ და წარმატებულ სეზონს გისურვებთ!“ - აღნიშნა კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახსნის ცერემონიაზე გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

კომედიის ფესტივალისთვის 2018 წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია. მიმდინარე წლიდან მათ შორის ადგილი საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. კომედიის ფესტივალი იმართება, მხოლოდ ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.
ღონისძიება უცვლელი სლოგანით ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის სპეკტაკლით „როგორც გენებოთ“ გაიხსნა. 

ფესტივალი 14 ივნისს იხურება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებენ.

გასული წლების მსგავსად წელსაც მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საზეიმო მსვლელობაში. მათ ასევე შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ სხვადსხვა თეატრების რეპერტუარს. 

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს სპექტაკლი უშუალოდ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილოს.

კომედიის ფესტივალი კომედიური ჟანრის პოპულარიზაციის მიზნით 2014 წელს დაარსდა. 

ღიმილიანი ფესტივალი სევდიან ქალაქს გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ აჩუქა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად გორს უცხო ქვეყნების დასებიც სტუმრობდნენ.

ფესტივალის 2018 წლის სეზონი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტი“ და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით