
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

04 ივნისი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებს შორის 2 ივნისს დაიწყო.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები თენგიზ ხუბულური და იოსებ მაკრახიძე, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო“ და ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი ,,გორი“.
ტურნირის საპრიზო ფონდია 3000 ლარი: I ადგილი -1200 ლარი, II ადგილი - 1000 ლარი, III ადგილი - 800 ლარი.
ტურნირი ოლიმპიური სისტემით იმართება. მასში თავდაპირველად ჩაება 26 გუნდი, რომელ თ აგან მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ: კომბინატის, წმინდა წყლის, ვარიანის, ტყვიავის, ძევერის, ტირძნისის, მეჯვრისხევის, ბერბუკის, ახალუბნის, ატენის, სკრის, გორის ცენტრისა და მერიის გუნდები. ამ გუნდებთან ერთად დამარცხებული გუნდებიდან, დებულების თანახმად, მერვედფინალის საგზური მოიპოვეს მერეთისა და ზეღდულეთის გუნდებმა.
მერვედფინალური ეტაპის მატჩები 5–6 ივნისს, ხოლ ო ფინალური შეხვედრა 12 ივნისს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.