სიახლეები

სიახლეები

00 , 0000

მუნიციპალური პირველობა მინიფეხბურთში

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში ადმინისტრაციული  ერთეულების გუნდებს შორის   2 ივნისს დაიწყო.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები თენგიზ ხუბულური და იოსებ მაკრახიძე, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო“ და ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი ,,გორი“.

ტურნირის საპრიზო ფონდია 3000 ლარი: I ადგილი  -1200 ლარი, II  ადგილი - 1000 ლარი, III ადგილი - 800 ლარი.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით იმართება. მასში თავდაპირველად ჩაება 26 გუნდი, რომელ თ აგან მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ: კომბინატის, წმინდა წყლის,  ვარიანის, ტყვიავის, ძევერის, ტირძნისის, მეჯვრისხევის, ბერბუკის, ახალუბნის, ატენის, სკრის, გორის ცენტრისა და  მერიის გუნდები. ამ გუნდებთან ერთად დამარცხებული გუნდებიდან, დებულების თანახმად, მერვედფინალის საგზური მოიპოვეს მერეთისა  და ზეღდულეთის გუნდებმა.

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 5–6 ივნისს, ხოლ ო ფინალური შეხვედრა  12 ივნისს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით