სიახლეები

სიახლეები

26 მაისი, 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი გორში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები გორში დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. ჩოხოსანთა გორის ორგანიზაციის წევრების, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისა და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან საზეიმო მსვლელობა დღეს მოეწყო. გორის ცენტრალურ მოედანზე კი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები ხვალ, 26 მაისს, გაგრძელდება. ცენტრალურ მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას წაიკითხავენ. დღესასწაულს ,,მრავალჟამიერით“ დაამშვენებს ანსამბლი ,,გორი“. 12 : 00 საათიდან შესაძლებელი იქნება საბრძოლო ტექნიკის დათვალიერება, ხოლო მოგვიანებით საგანგებოდ მოწყობილი კუთხისა და სხვადასხვა აქტივობების მასპინძელი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იქნება. 12:00 საათიდან ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში სპორტული შეჯიბრებები, ასევე, ქართული საბრძოლო ხელოვნების-ხრიდოლის საჩვენებელი წარმოდგენა გაიმართება. ღონისძიებები ქორეოგრაფიული ფესტივალით გაგრძელდება. ფოლკლორულ სიმღერებსა და ცეკვებს წარმოადგენენ ანსამბლები ,,გორი“ და ,,ნართები“. დღის დასკვნითი ღონისძიება-გალაკონცერტი 19:30 წუთზე დაიწყება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მილოცვას ანსამბლი ,,ალილო“, ჯგუფი ,,ნიკოლ-შოუ“ და ცნობილი ახალგაზრდა მომღერლები გააგრძელებენ. დღესასწაული 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით