სიახლეები

სიახლეები

23 მაისი, 2018

დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად საფრანგეთის საელჩო გორში ღონისძიებას გამართავს

ღონისძიების პროგრამისა და დეტალების შესათანხმებლად  გორში იმყოფებოდა საფრანგეთის თავდაცვის   ატაშე  პოლკოვნიკი ოლივიე მადიო, რომელმაც მოინახულა ცერემონიალის გამართვის ადგილი და გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დიმიტრი ამილახვრისადმი მიძღვნილი დარბაზიც დაათვალიერა.

ღონისძიება 27 მაისს, 11:00 საათზე დიმიტრი ამილახვრის სახელობის მემორიალთან გაიმართება.  მასში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მეთაური, გენერალ-მაიორი ჟან მორენი და უცხოური ლეგიონის სახელგანთქმული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის  55 ლეგიონერი. ორკესტრი გორის მოსახლეობისთვის ცენტრალურ მოედანზე კონცერტს გამართავს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ლეგიონერები მოინახულებენ დიმიტრი ამილახვრის სახელობის კუთხეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე, სტალინისა და უფლისციხის მუზეუმებს.

ამილახვრისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გორში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით გაიმართება.

დიმიტრი ამილახვარი საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი 1906 წელს დაიბადა თერგის ოლქში. საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს.  დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.  დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით, დიმიტრი ამილახვარი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ,,საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. ერთ-ერთ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის იგი დაჯილდოებულია  "გათავისუფლების ჯვრით", რომელიც თვით გენერალმა დე-გოლმა დააბნია მკერდზე და საფრანგეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.

გორის ცენტრში ერთ-ერთ ქუჩას დიმიტრი ამილახვრის სახელი ჰქვია. ამავე ქუჩაზე არსებულ სკვერში დგას მისი სახელობის მემორიალური სტელა, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით