დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

22 მაისი, 2018

განცხადება მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების შესახებ

ყურადღება!

განცხადება გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ  ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა და მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, იგეგმება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ორი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების - სოფელ მეჯვრისხევის და სოფელ ფაბრიკის დასახლების გაერთიანებით  ახალი დასახლების შექმნა და ამ დასახლების სახელწოდებად  ,,მეჯვრისხევის განსაზღვრა.

აღნიშნული ინიციატივით გორის მერია უახლოეს მომავალში საკრებულოს მიმართავს და სთხოვს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობის წინაშე.
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში,
ცვლილების განხორციელება შესაძლებელი იქნება გარკვეული პროცედურების შემდეგ, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონიადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N307 დადგენილება.

დასახელებული ნორმატიული აქტების თანახმად, დასახლებების გაერთიანების  შესახებ  შუამდგომლობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულო ამზადებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც უფლებამოსილია განკარგულების სახით მიიღოს გადაწყვეტილება დასახლებების გაერთიანების შესახებ.

საკრებულოს მიერ შუამდგომლობის მომზადებამდე, თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ და  გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები დასახლებების გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია მეჯვრისხევისა და ფაბრიკის მოსახლეობასთან საჯარო განხილვის ფორმით კონსულტაციებს გამართავს.

კონსულტაციების გამართვის თარიღისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას ეცნობება დამატებით.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მეჯვრისხევისა და ფაბრიკის დასახლების გაერთიანების ინიციატივა დასაბუთებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით, რაც განმარტებულია მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათში: ,,ე.წ. ,,ფაბრიკის დასახლება“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე  მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის მუშახელისათვის გაშენდა და   ,,ფაბრიკის დასახლებაეწოდა. ამჟამად დასახლებაში 140 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩები დამისამართებულია მეჯვრისხევის N42 და N43 ქუჩებად, მოსახლეობის იურიდიულ მისამართად მითითებულია სოფელი მეჯვრისხევი; მოსახლეობა არჩევნების დროს ხმას აძლევს მეჯვრისხევის N55 საარჩევნო უბანზე;   ფაბრიკის დასახლებაში მდებარე არასრული საჯარო სკოლა წარმოადგენს  სსიპ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მე-2 კორპუსს.”- ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით