სიახლეები

სიახლეები

18 მაისი, 2018

მუზეუმების საერთაშორისო დღე გორში

გორში დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღონისძიებები ერეკლეს ახლადრესტავრირებული აბანოს პრეზენტაციით დაიწყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და ინტელიგენციის წარმომადგენლები. 
პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მცირე პერფორმანსი ერეკლე მეფის ცხოვრებიდან; გამოიფინა შენობის ძველი იერსახისა და სარესტავრაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები; ისტორიკოსმა ელდარ მამისთვალიშვილმა ისაუბრა შენობის ისტორიის შესახებ. დასასრულს, გორის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც შენობის რესტავრაცია განახორციელა.
მუზეუმების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობს, სადაც დღეს ,,ღია კარის“ დღეა და დამთვალიერებელს უფასოდ შეუძლია შესვლა. 
მუზეუმი დილიდან ეროვნული სამოსის ფოტოგამოფენის მასპინძელია. აქვე მიმდინარეობს სალონური შეხვედრა სახელწოდებით „მუზეუმი და საზოგადოება“, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება ანიმაციური ინსტრუქტორის პრეზენტაცია, ხოლო 19 მაისს, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე მოეწყობა აქცია ,,ღამე მუზეუმში“, სადაც დამთვალიერებელს განსხვავებული ემოციის მისაღებად ეპატიჟებიან. 
აქციას ,,ღამე მუზეუმში“ უმასპინძლებს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც და სტალინის სახელობის მუზეუმიც.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით