სიახლეები

სიახლეები

14 მაისი, 2018

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გარეგანათების მოწყობა მიმდინარეობს

ბერშუეთში, ქვემო ნიქოზში, ხურვალეთსა და ტყვიავში გარეგანათების სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 333 670 ლარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი ოთხი სოფლიდან სრულად განათდება სამი - ბერშუეთი, ხურვალეთი და ქვემო ნიქოზი. რაც შეეხება ტყვიავს, აღნიშნული სოფლის გარეგანათების სისტემას დაემატება 30 სანათი.

კომპანია შპს „აკა ენერჯი“ სამუშაოების დასრულებას ორ კვირაში, ვადაზე ადრე გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნულ კომპანიას სამუშაობის დასრულების ბოლო ვადად 15 ივლისი განესაზღვრა.

გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი ნაწილობრივ განათებულია. ეტაპობრივად განხორციელდება თითოეული სოფლის გარეგანათების სისტემით სრულად უზრუნველყოფა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით