სიახლეები

სიახლეები

11 მაისი, 2018

,,წიგნის ბუდეები" მეჯვრისხევში

პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" 10 მაისს სოფელ მეჯვრისხევში გაიხსნა. მეჯვრისხევის სკოლის ეზოში მოეწყო სკვერი-ბიბლიოთეკა ,,წიგნის ბუდე“, სადაც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები შეინახება და ყველა მსურველს შეეძლება სარგებლობა. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ თანამედროვე მწერლები და მეცნიერები გიორგი კეკელიძე, გაგა ლომიძე და ნანა ლატარია, რომლებმაც წაიკითხეს ლექციები 1918-1921 წლების ქართული მწერლობისა და ხელოვნების, ალექსანდრე ყაზბეგისა და ოთარ ჭილაძის შესახებ, ასევე, ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართეს დიალოგი მკითხველებთან.
ღონიძიება მეჯვრისხევში ადგილობრივი და დევნილი ახლაგაზრდა ხელოვანების სხვადასხვა სახის ნამუშევრების გამოფენით გაგრძელდა და დასრულდა ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის „აპრილის სუსხის“ ჩვენებით. საუკეთესო მოსწავლეებს კი საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
პროექტის დასკვნითი ეტაპზე გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ჯგუფ „ქიმერას“ კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე სტუდენტები სოფელ მეჯვრისხევიდან, ასევე, სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები.
პროექტი ,,კულტურა საზღვრებს გარეშე" ,,ეკვილიბრიუმის“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კულტურის სამინიტროს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტია, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარე გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი) სკვერ–ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს. მსგავსი ბიბლიოთეკები უკვე მოეწყო ანაკლიაში, ნიქოზსა და დიცში. 
პროექტის მიზანია წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდა შერჩეულ სოფლებში, სადაც არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლოს წიგნებით ან განახორციელოს საგანმანათლებლო აქტივობები და შემეცნებითი ღონისძიებები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით