სიახლეები

სიახლეები

11 მაისი, 2018

გორელი წარმატებული სპორტსმენები

გორელ სპორტსმენებს პირველობა სჩვევიათ.  ანზორ  ქიბროწაშვილი-პირველი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში (1962 წ), შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში (1972 წ), თემურ  ხუბულური, დურმიშხან ბერუაშვილი, კობა კურტანიძე,  -  ამ ადამიანებმა  სპორტის ამ სახეობებში პირველებმა ასახელეს გორი მსოფლიო ასპარეზზე. 

პირველი მსოფლიოს ჩემპიონი  კრივში  გიორგი კანდელაკი იყო, როემლიც 1997 წელს  მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

ახალი თაობის გორელმა ფალავნებმა ოლიმპიურ თამაშებზე - პეკინში, ლონდონსა და რიო დე ჟანეიროში   2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი შემატეს.   ლონდონში -  ლაშა შავდათუაშვილი , რიოში -  ლადო ხინჩეგაშვილი, პეკინში -  გიორიგი გოგშელიძე.  თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილს ოლიმპიურ ოქროსა და ვერცხლის მედლებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის და ევროპის 3 გზის ჩემპიონის წოდებაც აქვს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია  – თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით