სიახლეები

სიახლეები

02 მაისი, 2018

გორიჯვარი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს უძველესი გორიჯვარის ტაძარი. ჩვენს წინაპრებს IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღუმართავთ ჯვარი, მას შემდეგ ეს ადგილი  იწოდება გორიჯვრად.

ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება.

მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვარიც და მისიშემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით