სიახლეები

სიახლეები

02 მაისი, 2018

ატენის ხეობა

ატენის ხეობის ტერიტორია გორიდან 10 კილომეტრის დაშორებით იწყება. ატენის ტერიტორიაზე მთავრდებ შიდა ქართლის ვაკე და იწყება მისი ზეგანი, სადაც ერთმანეთს ცვლის ქარაფები, ალპური ბორცვები და  გორაკები. 

ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. "ტანის ხევი" სახელით ეს ადმინისტრაციული ერთეული ცნობილია IV - VII საუკუნეებში. ატენის ხეობაზე გადიოდა მაგისტრალური გზა,  ამ გზის არსერბობამ განაპირობა ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ატენის ხეობის მჭიდრო დასახლება.

ხეობის სოფლებსი ტანა და მისი შენაკადები მოედინებიან ჯამჯამასა და საცხენისის ქედებიდან. მდინარე მიექანება მტკვრისკენ და  სოფელ ხიდისთავთან უერთდება მას.  ბუნერბივი მრავალფეროვნების გარდა ატენის ხეობაში ტურისტულად საინტერესო  უამრავ სანახაობას ვხვდებით:

ატენის სიონი (VII ს.)

ატენის ციხე (X-XI სს.)

წეროს ეკლესიის კომპლექსი

ატენის დედათა მონასტერი

ბიისის სამკურნალო წყლები 

ბიისი გაყინული ჩანჩქერი

ტამის ტბა 

გარდა ამისა, ატენის ხეობაში  უხვადა საუკეთესო ადგილები კემპინგისათვის.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით