სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

პროექტი ,,წარმატების სტრატეგია" დასრულდა

მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი ,,წარმატების სტრატეგია“ დღეს დასრულდა. პროექტის დახურვის ღონისძიება გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოკოლაჟი და მადლობა გადაუხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და პროექტის ავტორს ბადრი ციქუბაძეს პროექტის განხორციელებისთვის.

ღონისძიების ბოლოს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ,,ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ, სადაც ახალგაზრდებისთვის გასართობი ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ისეთი აქტივობები, სადაც რაიმე სასარგებლოს და ჩვენთვის გამოსადეგს ვისწავლით. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ,,წარმატების სტრატეგიაში“ მონაწილეობა. აქ უამრავი რამ ვისწავლეთ, ახალი მეგობრები შევიძინეთ და საინტერესოდ გავატარეთ დრო“ - აღნიშნეს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, არაფორმალური განათლების, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, გორის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მერია მზადაა ამ მხრივ აქტიურად ითანამშრომლოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. პროექტი „წარმატების სტრატეგია“ მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარით დაფინანსდა.

პროექტის ბენეფიციარებად შეირჩა ე. წ. საზღვრისპირა სოფლების (ერგნეთი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი) 15 ახალგაზრდა. მათ პიროვნულ ზრდის მიმართულებით გაიარეს 8 ტრენინგი აზროვნების ეკოლოგიის, პიროვნული თავისუფლების, კონფლიქტების მართვის, ლიდერობის, პროექტების წერის, დროის მენეჯმენტისა და სხვა თემებზე. ასევე განახორციელეს აქტივობები სხვადასხვა თემატიკაზე. პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „მომავლის ინიციატივამ“.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით