სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

საგზაო ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში

მერეთი - კოშკა - გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ივლისის თვეში დასრულდება. 2 720 მეტრზე ასფალტო - ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მათი მიმდინარეობა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულ - გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მერეთსა და ზარდიაანთკარში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოშიც. დაგეგმილია სათემო - ციცაგიაანთკარი - ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთის მოწესრიგება. ასფალტო - ბეტონის დაგება აგვისტოს თვეში დასრულდება. ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 2 041 024 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზების რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. "სოფლებში, ისევე როგორც ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროექტები განსაზღვრულ დროში დასრულდეს და მოსახლეობამ შედეგი დაინახოს. გვინდა ყველა პროექტი ადგილობრივებთან ერთად განხორციელდეს. სწორედ ამის გამო ვხვდებით მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება და კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება." - განაცხადა ჟურნალისტებთან გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. #გორისმერია #შიდაქართლი #საგზაოინფრასტრუქტურა #გზებისრეაბილიტაცია

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით