სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

შეხვედრა თავშესაფრის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

გორში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებს, ადგილობრივი საზოგადოებრივი ოგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ გაეცნეს ინფორმაცია. საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავშესაფრის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. 2017 წელს ძალაში შევიდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქმნის თავშესაფრის პროცედურის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. კანონი საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს ანიჭებს დასაქმების, განათლების მიღების, ჯანდაცვისა და სხვა ისეთ უფლებებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის, მათ ახალ საცხოვრებელ გარემოში დამკვიდრებასა და წარმატებულ ინტეგრაციას. გარდა ამისა, 2017 წელს დაფუძნდა ინტეგრაციის ცენტრი, სადაც ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას, ეცნობიან სამოქალაქო განათლებასა და საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანს, საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს რეგიონებში რეგიონებში ეტაპობრივად იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით