სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2018

გორის მერიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე მერიის წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. კაუნასის მუნიციპალიტეტში გორის მერიის ოფიციალური ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. გელა კაპანაძე კაუნასის მუნიციპალიტეტის მერს ვალერიუ მაკუნასს, მის მოადგილეებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა.

კაუნასისა და გორის მუნიციპალიტეტები სხვადსახვა მიმართულების ერთობლივ პროექტებს განახრციელებენ. დაგეგმილია სამომავლო თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. „ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, ეს ვიზიტი კი ხიდი იქნება კაუნასისა და გორის თანამშრომლობისა. ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვალდებულებაა არაწევრ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება გავუზიროთ, რათა ევროპისკენ მიმავალი გზა მათაც წარმატებით გაიარონ“ - განაცხადა ვალერიუს მაკუნასმა.

ვიზიტის ფარგლებში, მერიის წარმომადგენლები კაუნასის მუნიციაპლიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნობიან, რომელიც განათლების, ენერგოეფექტურობის , ინდუსტრიის განვითარების და სოციალური მიმართულებით განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტის ვიზიტი ლიტვაში 25 აპრილამდე გაგრძელდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით