
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

30 ივნისი, 2026
გორის მუნიციპალიტეტის მერია სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის N7 საჯარო სკოლის პროექტს „იდეიდან ინდუსტრიამდე: სამეწარმეო ლაბორატორიას“ აფინანსებს.
პროექტში N7 და N8 საჯარო სკოლის, ასევე N7 სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან მეწარმეობის ძირითად სახეებს, ეკონომიკური საქმიანობის საფუძვლებს, მცირე პროექტის შედგენის ელემენტებს, იდეის წარდგენის ფორმებსა და იმ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ პირველი კაპიტალის მოძიება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგრანტო პროექტების სახეებსა და ფორმებს, მცირე მხარდაჭერის პროგრამებსა და იმ გზებს, რომლითაც ახალგაზრდებმა შეიძლება საკუთარი პირველი ინიციატივის დაფინანსება მოიპოვონ.
პროექტის მთავარი მიზანია, მონაწილეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშაონ საკუთარი მცირე პროექტები და ამავდროულად მოამზადონ მარტივი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა გამოყენებასაც შემდგომ თანატოლებთან მუშაობისას შეძლებენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.